თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი განცხადებას ავრცელებს.
„წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გამოვთქვი მზაობა და დღესაც მინდა განვაცხადო, რომ ჩემს გუნდს, პირადად მე დაგეგმილი გვაქვს ოპოზიციასთან შეხვედრა და მათთვის ჩვენი ხედვების, კონკრეტული პროექტების, გეგმების გაზიარება. საგულისხმოა, რომ დღეს საკრებულოს ოპოზიციამაც გამოთქვა შეხვედრის სურვილი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფთან ვისაუბროთ საქმეებზე, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია თბილისისა და თბილისელებისთვის და არა გამოგონილ პრობლემებზე. ჩვენი პოზიციაა, რომ კონსტრუქციული თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც თბილისისთვის საქმის კეთება სურს“, აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.