საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალოუსიო ნუნეს ფერეირას შეხვდა.
პრემიერმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ ურთიერთობებს.
„აღინიშნა, რომ ბრაზილია ლათინური ამერიკის რეგიონში საქართველოს უმსხვილეს პარტნიორს წარმოადგენს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველო-ბრაზილიის ბიზნესფორუმიც, რომლის გამართვაც მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში იგეგმება.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, რომელსაც დღეს ხელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერა.
პრემიერ მინისტრმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომელიც საქართველოს აქვს, როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ისე - ევროკავშირსა და ჩინეთთან. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლს. ბრაზილიის მხარე საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობას", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.