დღეს კახა კალაძე საერთოდ არ მოვა თბილისის საკრებულოში, თბილისის საკრებულოში მთავრობას ჯერ კიდევ თვითონ დაუმტკიცებელი მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე წარადგენს, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
გაბაშვილის თქმით, „ბატონი კახა კალაძე არც კი კადრულობს საკუთარი ახალი გუნდის წარდგენაზე მოსვლას ახლადარჩეულ საკრებულოში".
„თავს არიდებს თავის არჩეულ კადრებზე საუბარს, შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კალაძეს არ აქვს პასუხი, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი. კახა კალაძეს არ აქვს არანაირი პასუხი, რატომ აბარებს მერიის უსაფრთხოების სამსახურს შავბნელი, ფაშისტური მოსაზრებების „ზონდერ“ წარმომადგენელს, კალაძეს ასევე არ აქვს პასუხი, რატომ დატოვეს სუს-ის წარმომადგენელი მის მოადგილედ”, განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.