თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, „ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც თანამდებობის პირების წარდგენა საკრებულოში მერის მხრიდან ხდებოდა".
როგორც მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ტყემალაძემ აღნიშნა, ყველაფერი კანონისა და რეგლამენტის შესაბამისად ხდება.
„პროცედურა ითვალისწინებს, რომ მერი ოფიციალურად, წერილობით წარადგენს საკერებულოში კანდიდატურებს, თანამდებობის პირებს, ხოლო მისი მოსვლა საკრებულოში რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ეს არის ნორმალური პროცესი.... მე უბრალოდ მიკვირს ის, თუ რატომ აქვთ იმის მოლოდინი, რომ აუცილებლად მერმა უნდა წარადგინოს საკრებულოში თანამდებობის პირები”, განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილის თქმით, დედაქლაქის ახალ მთავრობას საკრებულოში კახა კალაძის ნაცვლად, ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.