იუსტიციის მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
თეა წულუკიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას დეპუტატის მიმართ ბრალდებები გამოთქვა და აღნიშნა, რომ შალელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში არ დადის, თუმცა, ხელფასს მაინც იღებს.
„ეს არის 180-პირიან პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა", განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების" დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრი ომბუდსმენის მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.
შალელაშვილმა წულუკიანის განცხადებას, რომ „ნანუაშვილი ყველაზე უსამართლო ომბუდსმენია", უპასუხისმგებლო განცხადება უწოდა.
იუსტიციის მინისტრმა ომბუდსმენი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც სახალხო დამცველის აპარატმა ე.წ. ციანიდის საქმეზე ომბუდსმენის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.
იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა თავად სახალხო დამცველი, რომელმაც აღნიშნა, რომ თეა წულუკიანის განცხადება პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების იმიჯს აზიანებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.