თბილისის საკრებულოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქციამ დღის წესრიგიდან თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე ნიკოლოზ ჭონქაძის დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა.
უმრავლესობამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.
თბილისის საკრებულომ დღეს დედაქალაქის მთავრობის 27 წევრი უნდა დაამტკიცოს, მათ შორისაა, რაიონების გამგებლები, კახა კალაძის 4 მოადგილე და მერიის 13 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.