საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში გაიმართება.
„განხილვა გაგრძელდება, ჩვენ გვექნება შემდეგი შეხვედრა თბილისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ამის შემდეგ შედგება კიდევ ერთი შეხვედრა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან“, განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მან ქუთაისში გამართლ საყოველთაო-სახალხო განხილვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო დისკუსია შედგა.
„გვქონდა შეხვედრა დასავლეთ საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან, ასევე, დასავლეთ საქართველოდან გვყავდნენ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენ მათთან ერთად, მუხლობრივად განვიხილეთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც დამტკიცდა პარლამენტის მიერ, და ასევე, ცალკე შევეხეთ ახალ ინიციატივას, იმ ხუთ ცვლილებას, რომელიც უნდა შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში. იყო ძალიან საინტერესო განხილვა, ძალიან აკადემიური განხილვა და ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.