ირაკლი ალასანია: დადგება სერიოზული საკითხი პროკურატურისაც და კონკრეტულად ივანიშვილისაც, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება
06-05-2015, 03:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გასაკვირია, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომელიც სასამართლოში "თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერებთან ერთად ხუთი ყოფილი მაღალჩინოსნის მხარდასაჭერად მივიდა.


როგორც ალასანიამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ბრალდებულები ციხიდან მალე გათავისუფლდებიან და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.


"მე ძალიან მიკვირს, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა, სრულიად უდანაშაულო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები საპყრობილეში არიან. ხუთი კაცი არის პირადად ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი. ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთი მოწმე არ გამოვლინდა ისეთი, ვინც ირიბად მაინც დაადასტურებდა ამ ბრალდებას, რომელიც ყველას ერთად წაგვიყენა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ. დარწმუნებული ვარ, სასამართლო თავის ადგილს იპოვის. ეს ხალხი გამოვა ციხიდან და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს. შემდეგ კი ბუნებრივია, დადგება სერიოზული საკითხი პროკურატურისაც და კონკრეტულად ივანიშვილისაც, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება და რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ აქტს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი