სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში აზარტული თამაშების თემაზე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტი გააცნო.
„კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია განსახილველად წარდგენილი ითვალისწინებს პირველ რიგში იმას, რომ არასრულწლოვნები, სტუდენტები, მათ შორის 21 წლამდე პირები სრულად იყვნენ ჩამოცილებულები აზარტულ თამაშებს და ამისთვის შემოდის არაერთი რეგულაცია, რომ ეს ეფექტურად განხორციელდეს და ეს რეალურ ცხოვრებაში დავინახოთ.
გარდა ამისა, შემოდის დამოკიდებულ პირთა სია, რაც ნიშნავს იმას, რომ პირი, მისი ოჯახის წევრი, როდესაც აცნობიერებს, რომ ზიანის მომტანია აზრატულ თამაშებში მონაწილეობა მისთვის, მისი ოჯახისთვის, ძალიან მარტივად, დროის მოკლე პერიოდში შესაძლებელია, რომ მოხვდეს აღნიშნულ რეესტრში. ამის გამარტივება თუ კიდევ უფრო მეტად შესაძლებელია, ჩვენ ამას მივესალმებით. პირი შესაძლებელია ამ სიაში მოხვდეს და ამის შემდეგ მას აკრძალული ექნება ყველა ტიპის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება", განაცხადა ხუციშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.