ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „აბსოლუტურად მიუღებელია“ ის ფაქტი, რომ მათმა მფრინავებმა თვითმფრინავის გამოყენებით ცაში პენისი გამოსახეს.
როგორც BBC იუწყება, აშშ-ის ვაშინგტონის შტატის დასავლეთით ოკანოგანის საგრაფოში ცაში გამოსახულმა ფალოსურმა მოხაზულობამ ონლაინში დიდი მხიარულება გამოიწვია, მაგრამ კუნძულ უიდბის სამხედრო-საზღვაო-საჰაერო ძალების მთავარ შტაბ-ბინაში სამხიარულო ვერაფერი დაინახეს და გამოძიების ბრძანება გასცეს.
საჰაერო ბაზის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნულში ჩართული თვითმფრინავი მათი ერთ-ერთი „Boeing EA-18G Growlers“-ი იყო.
საჰაერო ბაზის წარმომადგენელმა, თომას მილსმა BBC -ს განუცხადა: „ჩვენ ნამდვილად ვავალდებულებთ ჩვენს თვითმფრინავის ეკიპაჟს იმოქმედონ უმაღლესი სტანდარტებით და ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
ამას ნულის ტოლფასი ტრეინინგის ღირებულება ჰქონდა და თვითმფრინავის ეკიპაჟი პასუხიმსმგებელია მომხდართან დაკავშირებით“.
ფედერაციულმა საავიაციო ადმინისტრაციამ, მთავრობის სააგენტომ, რომელიც რეგულირებას ახორციელებს შეერთებული შტატების საჰაერო სივრცეზე, ადგილობრივ სატელევიზიო სადგურ „KREM 2“-ს უთხრა, რომ მანევრები არ ჩანდა, რომ შეიცავდა უსაფრთხოების რისკებს და ისინი ვერ გამოხატავენ აზრს „სამხედროების მორალურობაზე“.

ხმელეთზე მყოფი უამრავი მაყურებელი გაერთო ხუთშაბათს, შუადღისას ცაში გამოსახული თვითმფრინავის ნაკვალევით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს შეურაცხმყოფელეი აღმოჩნდა, წერს BBC.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.