ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავრობა, მხარს უჭერს სახალხო დამცველის ოფისს, უჩა ნანუაშვილს, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ გააკეთა.
ელჩის თქმით, „ვინც არ უნდა შეცვალოს უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის იქნება დამოუკიდებელი".
„მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა, მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა ასევე უნდა არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის და მოხდეს მოქალაქეების პრობლემების მიტანა მთავრობამდე, ამაში დიდ როლს ასრულებს სახალხო დამცველის ოფისი", განაცხადა იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.