საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან.
მისი თქმით, დაკავებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული 8 პირის „გაძევების შეფერხება სწორედ დანაშაულის დაფარვის სურვილით არის გამოწვეული".
„უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება. გატაცებულებს, ერთი დღე-ღამეა, არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბინაში, სადაც ისინი აიყვანეს ბევრი სისხლია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სასტიკად არიან ნაცემები", წერს სააკაშვილი.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან გამოაძევეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.