საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და უელსელებს შორის უელსის დედაქალაქ კარდიფში გამართული მეორე ტესტ-მატჩის პირველივე წუთები უელსელების უპირატესობით წარიმართა და ქართველების დაჯარიმების შემდეგ, მასპინძლების მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შედეგად ანგარიში 3:0 გახდა.
უელსელები მე-20 წუთზე კიდევ უფრო დაწინაურდნენ და ჰალამეიმოსის მერ დადებული ლელოს, შემდეგ კი ზუსტად შესრულებული გარდასახვის შედეგად 21-ე წუთზე უელსელებმა 10-ქულიანი უპირატსობა მოიპოვეს, 26-ე წუთზე კი მათ მორიგი ლელოს დადეს, თუმცა ვიდეომსაჯმა იგი წინპასის გამო არ ჩათვალა, 27-ე წუთზე კი სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 10:3 გახდა. სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრის პირველი ნახევარი.
მეორე ნახევარში ქართველებმა გაცილებით თავდაჯერებული და შემტევი თამაში აჩვენეს, თავდაპირველად ანგარიშში სხვაობა 4 ქულით შეამცირეს, თუმცა 62-ე წუთზე მასპინძლებმა მორიგი ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში 13:6 გახდა.
70-ე წუთზე, როცა ქართველებს ლელოს დადებამდე 3-4 მეტრიღა აცილებდათ, უელსელები დაჯარიმდნენ, შერკინების შემდეგ კი მსაჯმა მასპინძლები ისევ დააჯარიმა და კვლავ 2 შერკინება შედგა და ამჯერად ქართველები დაჯარიმდნენ.
ამის შემდეგ ქართველებმა კვლავ შემტევი თამაში აჩვენეს, მასპინძლების კარებთან ბოლო წამებზე შერკინებაც დაინიშნა, ლელომდე სულ რაღაც მეტრი რჩებოდა, თუმცა ქართველები დაჯარიმდნენ და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან გამარჯვება ვერ შეძლეს.
საბოლოოდ, უელსმა საქართველო ანგარიშით 13:6 დაამარცხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.