თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერი კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა. თბილისის მერმა კერძო მესაკუთრეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მზად არიან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეებს. თქვენ იცით, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა და მე განვაცხადე, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში კერძო საკუთრებას არ და ვერ შევეხებით, თუმცა ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და მზად არიან, რომ აქ არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ. მერიას რაც გვევალება და რაც გასაკეთებელია, ძალიან მაღალ დონეზე გავაკეთებთ. შესაბამისად, ძალიან მალე არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ადამიანებს უკვე თავისუფლად, სისუფთავეში შეეძლებათ გადაადგილება“, განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერია იტყობინება, „თბილსერვის ჯგუფსა“ და კერძო მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, კერძო მესაკუთრეებს მათი კუთვნილი ფართების მოწესრიგება და საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ. მოლაპარაკების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი” თავის მხრივ, მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სარგებლობაში არსებული ფართის (კიბის უჯრედისა და გასასვლელის) აღდგენას განახორციელებს. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების სისტემის დამონტაჟება.
კახა კალაძემ გასულ კვირას, „თბილსერვის ჯგუფს” დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, საერთო კონცეფციის შემუშავება და კერძო მესაკუთრეებთან და მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან „თბილსერვის ჯგუფი” 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენს, 33 მათგანი გასხვისებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.