კიევიდან დეპორტირებული ოპერატორი: სპეცრაზმელებმა სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ფეხებს მირტყამდნენ, თვალები „სკოჩით“ ამიკრეს, ვერ ვხვდებოდი სად მივყავდი
20-11-2017, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი საქართველოში დაბრუნდა. მან ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” წუხელ, გვიან ღამით დატოვა.

 


შავშიშვილმა მისი დაკავების შესახებ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

 

 

„11:00 საათი იყო დღის, ავტომატებით შეიარაღებული 15-მდე სპეცრაზმელი შემოვიდა. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ძირს დამაწვინეს და ფეხებს მირტყამდნენ. ვერ მივხვდი რა ხდებოდა. თვალები ამიკრეს და გამომიყვანეს. ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდი, სად მივყავდი. მერე შემაგდეს „მარშუტკის" საბარგულში და გაურკვეველი მიმართულებთ წამიყვანეს. ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ როგორც მივხვდი, მანქანა გამოცვალეს, სხვა მანქანაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოცვალეს მანქანა. მერე ვერტმფრენების ხმა გავიგე, აეროპორტში. ვერტმფრენში ამიყვანეს.... ვერტმფრენში ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. დახლოებით, ორი საათი ვიფრინეთ, სადღაც ჩავფრინდით, ისევ სპეცრაზმის მანქანა დამხვდა და აღმოვჩნდი გემზე. ეს მთელი დღე გრძელდებოდა, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, უკვე სისხლი გამდიოდა სახიდან“, განაცხადა შავშიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი