7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა წყნარ ოკეანეში საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიის, ახალი კალედონიას სიახლოვეს, 19 ნოემბერს, 22:43:29 საათზე (UTC) , იტყობინება შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია „წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა“.
მიწისძვრის ეპიცენტრი მარეს კუნძულზე, სადაც 5 600-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აღმოსავლეთ-ჩრდილოაღმოსავლეთ ტადინიდან 82 კილომეტრის მანძილზე იყო. თავდაპირველად აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრა 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრედ შეაფასა, ეპიცენტრიც ტადინიდან 68 კმ-ში დააფიქსირა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები შეცვალა.
„რაშა თუდეის“ ცნობით, „წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა“ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსით, „ცუნამის სახიფათო ტალღების“ შესაძლებლობაზეა საუბარი - ტერიტორიაზე, სადაც 17 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ნიუ კალედონიის ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა, როგორც ამას ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია NCI იტყობინება. ევაკუაციის რჩევა ასევე მიეცათ კუნძულის სამხრეთ პროვინციებს, ჩრდილოეთით კი ვანუატუს მოსახლეობას, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე უკვე ჩავლილია.
%MCEPASTEBIN%
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.