თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, მერიის არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს კახაბერ გვანცელაძე, ხოლო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს.
სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაინიშნა, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კი - ირაკლი თავართქილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.