თბილისის საქალაქო სასამართლომ მუქარაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და „ტაბულა მედიას“ თანამშრომლების მიმართ მუქარაში ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 ნოემბერს დაახლოებით 13:15 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ.მ. მივიდა ქ.თბილისში, სამოქალაქო განათლების ფონდ „ტაბულა მედიას“ ოფისში, სადაც „ტაბულა მედიას“ თანამშრომლებს - ხ.ღ-ს, თ.ნ-ს, ა.ა-ს, ა.გ-ს და შ.ტ-ს, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
აღნიშნულ პირებს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
სამართალდამცველებმა გ.მ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას საფუძვლად დაუდო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეების არსებობა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", აღნიშნულია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.