„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოს მოქალაქების გამოძევების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.
უდუმაშვილის თქმით, საგარეო უწყების პოზიცია ეჭვს, რომ საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ამ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებულად მოქმედებენ, ადასტურებს.
„უკრაინის ხელისუფლება, უფრო სწორედ, პოროშენკოს ხელისფლება ყველანაირი საერთაშორისო სამართლებრივი კანონების დარღვევით, აძევებს საქართველოს მოქალაქეებს ქვვეყნიდან. ჯერ იტაცებს, იპარავს მათ. მათ შესახებ არაფერი არ ვიცით ხოლმე პრაქტიკულად და შემდეგ ასე, დეპორტირებულები ჩამოდიან საქართველოში.
„ერთი არის, რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ, მეორე არის, რას არ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ის, რასაც მას კონსტიტუცია ავალებს... მთელი ამ დღეების განმავლობაში ერთი განცხადებაც არ მოგვისმენია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, თუ რას აკეთებს ის საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. სწორედ ეს ადასტურებს იმ ეჭვებს, რომ ორი ოლიგარქის ხელისუფლება დღეს შეთანხმებული მოქმედებს და სრული თანამშრომლობა მიმდინარეობს ამ საკითხში ამ ორი ხელისუფლების,“ განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილების თქმით, საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ პოლიტიკური გულგრილობა გამოიჩინა.
აქციის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უწყებაში ჩააბარეს სპეციალური მიმართვა, რომელშიც მათივე თქმით, ყველა ის დარღვევაა აღნიშნული, როელიც ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩაიდინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.