საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იაპონიის ახალ ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ძირითადი თემები საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.
„საქართველოს პრემიერ მინისტრმა იაპონიის ელჩს დეტალურად გააცნო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და სხვადასხვა სფეროში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები.
გამოითქვა სურვილი, იაპონია კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საქართველოში, კერძოდ გაიზარდოს იაპონური კომპანიების რაოდენობა და განვითარდეს ბიზნესურთიერთობები.
იაპონიის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში არსებული გარემო. ტადაჰარუ უეჰარამ გამოთქვა დაინტერესება, ხელი შეუწყოს საქართველოში მეტი იაპონური კომპანიის მოზიდვას, ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა იაპონიას მადლობა გადაუხადა მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის ისეთ პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით დაადასტურა სრული მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იაპონიასთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.