ცნობილმა მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო დაუბრუნა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ნაირა გელაშვილის პროტესტი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.
„სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა არის ჩაგრულთა გვერდში დგომა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდით დადგომა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლო „რუსთავი 2“ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი“, აცხადებს ნაიარა გელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.