სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
პრესსამსახურის ცნობით, სამტრედიის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას და მაჟორიტარი დეპუტატის გია მიქელაძის უშუალო ძალისხმევით გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გომნატეხებში და ნიკურაძეების უბანში, მაღალტექნოლოგიური 16-სანტიმეტრიანი ბეტონის გზა იგება.
„კილომეტრ 150 მეტრი ბეტონის გზა იგება სოფელ გომნატეხებში, ხოლო ნიკურაძეების უბანში კილომეტრ 850 მეტრი გზის დაგება დასრულებულია.
გზასთან ერთად მოეწყო ხიდ-ბოგირები. სამუშაოები ეტაპობრივად სრულდება და საერთო ჯამში მილიონ 200 ათას ლარს შეადგენს.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, 35 წელია სოფელში გზა არ დაგებულა.
სპეციალისტების განცხადებით ბეტონის გზა სოფლისთვის ყველაზე გამართლებული და ოპტიმალურია.
შესრულებული სამუშაოების ექსპლუატაციის ვადა 30 წლით განისაზღვრა“, აცხადებენ სამტრედიის მერიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.