საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებს აფასებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართულმა მხარემ „ძალიან საინტერესო" შეხვედრები გამართა.
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, ვისაუბრეთ პერსპექტივებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასევე, მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, მათი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, ისეთი მიმართულებით, როგორიც არის ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ვაფორმებთ მემორანდუმს. აქ საუბარია პარტნიორობაზე, რომელიც უნდა გაღრმავდეს, საქართველოსა და ბელარუსის პარლამენტებს შორის და ამის საფუძველზე, იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.