საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში მოხდება.
„მთავრობის მხრიდან არის ინიცირებული მთავრობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ახლა დაიწყება კონსულტაციები ვადებთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიწერება კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვით, ჯერ მივიღებთ ცვლილებებს მთავრობის შესახებ კანონში და ამის შემდეგ უკვე ნდობა გამოეცხადება მთავრობის ახალ შემადგენლობას. რაც შეეხება ვადას - ეს დამოკიდებულია კონსულტაციებზე, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს, ან იანვრის პირველ ნახევარში დასრულდება მთლიანად ეს პროცესი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.