ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.
ხობის მერიის ინფორმაციით, ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
დათუნა ჯობავამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ოქმი წარადგინა.
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, ვლადიმერ ქანთარია უძღვებოდა.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ედიშერ ჯობავას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ედიშერ ჯობავა იქნა არჩეული.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილის თანამდებობაზე მამუკა ქარდავას კანდიდატურა დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხმათა უმრავლესობით მამუკა ქარდავა აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.