პრეზიდენტმა ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე გამოაცხადა, რომ აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად განიხილავს
20-11-2017, 21:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად განიხილავს, რაც შემდგომ ეკონომიკურ სანქციებს განაპირობებს.

 


როგორც BBC იუწყება, მან ამგვარი ნაბიჯის შესახებ ორშაბათს კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას გამოაცხადა - 9 წლის შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეა ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ დაბლიუ ბუშის მიერ მსგავსი ქვეყნების სიიდან იქნა ამოღებული.

 


დონალდ ტრამპმა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად ფხენიანის ბირთვული პროგრამა და მისი სიტყვებით, ტერორიზმის საერთაშორისო აქტები, მათ შორის უცხო ქვეყნების მიწაზე მკვლელობები დაასახელა.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი ნაბიჯი „ძალიან ფართო“ დამატებითი ეკონომიკურ სანქციების დაწესების მიზეზი გახდება.

 


როდესაც თავისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას აკეთებდა, ტრმპმა თქვა, რომ „ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“.

 


მან დასძინა, რომ რეჟიმმა უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში და შეწყვიტოს მისი ბირთვული შეიარაღების პროგრამა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი