British Airways-ი სამგზავრო პოლიტიკის ახალ წესებს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ისინი, ვისაც იაფი ბილეთები ექნებათ შეძენილი, ავიალაინერზე ასასვლელად ბოლოს იქნებიან გამოძახებულნი.
როგორც BBC იტყობინება, 12 დეკემბრიდან, მგზავრების სამგზავრო ბილეთების დანიშვა მოხდება 1-დან 5-მდე და უმაღლესი ციფრი ბილეთის ეკონომიური ღირებულების განმსაზღვრელი იქნება.
„ბრიტანეთის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ამგვარი ნაბიჯი თვითმფრინავის ბორტზე ასვლის პროცედურებს გაამარტივებს და მიჰყვება სხვა გადამზიდავების, მათ შორის „American Airlines“-ს და „Iberia“-ს უკვე აპრობირებულ ხაზს.
ნომერი „ერთი“ მიეცემათ პირველი კლასის მგზავრებს.
მგზავრებს ვინც ბავშვებთან ერთად იქნებიან ან ვისაც მოძრაობის პრობლემები ექნებათ, კვლავაც დარჩებათ შესაძლებლობა სხვებზე უფრო წინ გაიარონ თვითმფრინავში ჩასხდომის პროცედურები.
British Airways-ის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს გავაუმჯობესოთ და გავამარტივოთ აეროპორტის თავგადასავლები ჩვენი კლიენტებისათვის. მომავალ თვეს ჩვენ წარმოვადგენთ თვითმფრინავში ჩასხდომის ახალ პროცედურებს, რათა დავაჩქაროთ პროცესი და გავამარტივოთ ჩვენი კლიენტებისთვის მდგომარეობა.
„ეს მეთოდი მსოფლიოს გარშემო რამდენიმე წელია რაც გამოიყენება ავიახაზების მიერ, მათ შორის ჩვენი პარტნიორების, American Airlines-ის, Iberia-ს და Qatar-ის მიერ“.
სიახლეს „თვითერის“ მომხმარებელთა ერთი ნაწილი კრიტიკით შეხვდა და მას „სულელური იდეა“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.