ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 15 ხმით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არ მიუღიათ.
„ჩვენ გვქონდა ჩვენი პროგრამა. ერთად ვართ ოპოზიციური ძალები, მათაც აქვთ ის ხედვები ქალაქის განვითარების და აუცილებლად სასიკეთო გეგმებს განვახორციელებთ", განუცხადა ზაზა ჩაჩანიძემ მედიის წარმომადგენლებს.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იყო დასახელებული. დეპუტატებს არჩევანის გაკეთება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ზაზა ჩაჩანიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვახტანგ ქვათაძეს შორის მოუწიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზაზა ჩაჩანიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი იყო.
არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნებისა" და „პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატებს შორის, ხმათა მიღებული რაოდენობის მიხედვით, მცირე სხვაობა დაფიქსირდა - ლევან ლიპარტიამ ხმათა 40.35%, ხოლო ზაზა ჩაჩანიძემ - 40.15% მიიღო.
იმის გამო, რომ მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა, ბორჯომში მე-2 ტური დაინიშნა.
12 ნოემბერს ჩატარებული მეორე ტურის შედეგები კი ასე გადანაწილდა: ლევან ლიპარტია 55.22%; ზაზა ჩაჩანიძე 44.78%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.