ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სტალინის ნეშტის საქართველოსთვის გადაცემის ინიციატივით გამოდის. კადიროვი აღნიშნულ საკითხზე სააგენტო „ინტერფაქსს" ესაუბრა.
როგორც ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, „კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და ის[სტალინის ნეშტი] საქართველოს გადავცეთ, რათა ის სამშობლოში დაკრძალონ".
„საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველო მას დამარხავს და რუსეთის მილიონობით მოქალაქე კი შვებით ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთის ტერიტორია დატოვა“, თქვა კადიროვმა „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ჩეჩნეთის ლიდერი ლენინის დამარხვისა და ნიკიტა ხრუშჩოვის ხსოვნის უკვდავყოფის ინიციატივითაც გამოდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.