აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააკმაყოფილა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის „ჯაველინის“ და სატყორცნი დანადგარების საქართველოსთვის 75 მილიონ აშშ დოლარად შესაძლო მიყიდვა. მიწოდების საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის კონგრესი მიიღებს, განაცხადა პენტაგონის სტრუქტურაში შემავალმა თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ.
კონგრესს შესაბამისი რეკომენდაცია 17 ნოემბერს გადაეგზავნა.
სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობამ მოითხოვა 410 ჯაველინის რაკეტა და 72 ჯაველინის სამიზნე და გამშვები მოწყობილობა (მოიცავს 2 ჯაველინის ბლოკს). ასევე 10 ძირითადი სასწავლო კომპლექსი; 70-მდე მოდელირებული ჭურვი; შეერთებული შტატების მთავრობის და კონტრაქტორის ტექნიკური დახმარება; ტრანსპორტირება; და სხვა ლოგისტიკასა და პროგრამულ მხარდაჭერასთან დაკავშირებული ელემენტები. საერთო საორიენტაციო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია“.
პენტაგონის სააგენტო ასევე მიიჩნევს, რომ „შეთავაზებული გაყიდვა წაადგება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებით.
„ჯაველინის სისტემა უზრუნველყოფს საქართველოს მზარდი ქმედუნარიანობით, რათა დააკმაყოფილოს მისი ეროვნული თავდაცვითი საჭიროებები. საქართველოს არ გაუჭირდება აღნიშნული სისტემის მის შეიარაღებულ ძალებში დანერგვა.
„ამ აღჭურვილობის შეთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის მთავარ სამხედრო ბალანსს რეგიონში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.