პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად გადაუგზავნა
06-05-2015, 07:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის კანცელარიას უკვე ჩაბარდა.


პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურებოდა. ახალა შემადგენლობაში, როგროც ცნობილია, სამი ახალი მინისტრია - თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი.


გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ და პრემიერმა მიმართეს.


ამ საკითხზე პრეზიდენტმა კომენტარი დღეს უკვე გააკეთა. ””ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილევები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობის მუშაობაში. ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი