მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეკრებილებმა კარვის გაშლა ორჯერ სცადეს, თუმცა, ორივე შემთხვევაში მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. სწორედ აღნიშნული გახდა შეხლა-შემოხლის მიზეზი.
„ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით მართავენ. დაზარალებულების თქმით, შოთაძის უწყება საქმეს არ იძიებს, რის გამოც მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
ისინი ასევე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებასა და სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცემას მოითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.