„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოსთვის „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის 75 მილიონ აშშ დოლარად მიყიდვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ბოკერიას შეფასებით, შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად, „ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო", რადგან მისი თქმით, „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობის შანსებს ამყარებს".
„საქართველოს ტერიტორიულ თავდაცვაზე გადასვლაში დახმარების პროცესი 2011 წელს, საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ანტისატანკო კომპონენტი თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას ქვეყნის შიგნით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ხედვა არა აქვს. ეს არის გამოწვევა. ყველა შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი აშშ-ს მთავრობის მხრიდან. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, რომ შევამციროთ რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე და რისკი", განუცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.