გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი მომავალი გენერალური მდივნის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და მიაჩნია, რომ დადგა დრო, ეს პოსტი ქალმა ჩაიბაროს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პან გი მუნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფარჰან ჰაკმა განუცხადა.
“სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებში მან უკვე თქვა, რომ დადგა დრო, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობა ქალმა დაიკავოს. თუმცა, ის არ აპირებს გამოთქვას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა გახდეს ორგანიზაციის მომდევნო მდივანი”, – აღნიშნა ჰაკმა.
პან გი მუნი გაეროს გენერალური მდივნის პოსტს 2007 წლის 1-ელი იანვრიდან იკავებს და მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს იწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.