სალომე სამადაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა
21-11-2017, 17:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებებს გაეცნენ.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფრაქციის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპელ სტუმრებს საკონსტიტუციო რეფორმასა და პარტიის პოლიტიკური განვითარების კუთხით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე სამადაშვილმა ასამბლეის მონიტორებთან განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუმრებთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საინტერესო მსჯელობა გაიმართა.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ჰქონდეს სრული წარმოდგენა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმას, მართლმსაჯულების სისტემას და მასმედიაში შექმნილ ვითარებას და ჟურნალისტების უფლებების დაცვას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი