ადიგენის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
„საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე დასახელდა მხოლოდ იმედა მღებრიშვილის კანდიდატურა. გაიმართა ფარული კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 29 წევრმა, რომელთაგანაც იმედა მღებრიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 25-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო საკრებულოს 3 წევრი, ბათილად იქნა ცნობილი 1 ბიულეტენი.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დაასახელა თამაზ ძაძამიას კანდიდატურა, რომელიც არჩეულ იქნა ხმათა უმრავლესობით.
ასევე პირველ სხდომაზე აირჩიეს საკრებულოს ხუთი კომისიის თავმჯდომარე. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საკრებულოს წევრი ზაზა მღებრიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ლაზარე ჩილინგარაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა ინა კაპანაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გახდა დავით აბულაძე, ხოლო გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ენდელაძე", აღნიშნულია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.