20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა. მან 21 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა, მოგვიანებით კი საკრებულოს უხუცესი წევრი დაასახელა.
ამის შემდეგ საკრებულოს სხდომას უხუცესი დეპუტატი სოლიკო ფურცელაძე წარუძღვა და დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
საკრებულოს წევრებმა ჯერ დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები აირჩიეს. მოგვიანებით კი, დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ტარიელ ჯანხოთელი ხმათა უმრავლესობით – 33 ხმით აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ კი „ქართული ოცნების“ დეპუტატი რაფი ორუჯოვი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ,,ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დეპუტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად ოთხი წლის მანძილზე ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობის იმედი გამოთქვა.
„უპირველეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ საკრებულოს წევრობას, მადლობას მოგახსენებთ ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, ჩვენი ოთხწლიანი თანამშრომლობა ბევრ კეთილ საქმეს გაგვაკეთებინებს და გავამართლებთ ჩვენი ამომრჩევლის ნდობას. მჯერა, ჩვენი საქმიანობა იქნება ღირსეული და ნაყოფიერი, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი განვითარებისთვის“, განაცხადა ტარიელ ჯანხოთელმა.

საკრებულოს პირველ სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მისი მოადგილე დუნიამალ გაჯიევი ესწრებოდნენ. რამაზ ბუდაღაშვილმა ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს წარმატებული და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს აგრეთვე 5 კომისიის თავმჯდომარე:
1.საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ – ზურაბ მჭედლიშვილი;
2. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – მიშა გედეხაური;
3. სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ – გიორგი გურულიშვილი;
4. ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესების საკითხების კომისიის თავმჯდომარედ – გენადი იორდანაშვილი;
5. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – ლევან ნიჟარაძე.

სხდომაზე აგრეთვე ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნების საკითხი, რომლის თავმჯდომარეც საკრებულოს წევრი, ქ. გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ონიანი გახდა.
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 36–წევრიან საკრებულოს უმრავლესობას „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ 32 მანდატის მოპოვება შეძლო. აქედან, 21 – მაჟორიტარული, ხოლო 11 – პროპორციული სისტემით. დანარჩენი მანდატები ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 2 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 1 მანდატი – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“, ხოლო 1 მანდატი მოიპოვა „დავით თარხან‐მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა”.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.