კახა კალაძე: მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება, რათა თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს
21-11-2017, 18:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

 

დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონისთვის მობილიზებული ტექნიკური მარილი, ნაგავშემკრები კონტეინერები და მანქანები დაათვალიერა. ასევე, იმყოფებოდა საამქროში, სადაც დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანების შეკეთება მიმდინარეობს.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, დასუფთავებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს. შეძენილია ტექნიკური მარილი და ვფიქრობ, რომ ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, დასუფთავებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე, მშენებლობის, ტრანსპორტისა და გამონაბოლქვის საკითხებს დაეთმობა, რაც საერთო ჯამში, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.

 

 

„სამომავლოდ, დასუფთავებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ. იცით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არის. შესაბამისად, მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება, რათა თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით კი, ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილია შეძენილი. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

 

 

„ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილი, რომლის შემოტანა ახლაც მიმდინარეობს. დაახლოებით, 3500 ტონა მარილი გვექნება ამ წელს. ასევე, გვაქვს წინა წლის მარაგი.

 

 

მომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაც. ვფიქრობთ, რომ ზამთარს შესაბამისად შევხვდებით“, აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.

 

 

„თბილსერვის ჯგუფთან“ შეხვედრას ასევე, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი