ქართველი კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის დაკრძალვის გამო დღეს, საზოგადოებრივი წესრიგის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, სათანადო ღონისძიებები გატარდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის ცენტრალურ შესასვლელ მოედანზე შეიზღუდება ავტომანქანის გაჩერება და დგომა; მესხიშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნამდე, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება ტრანსპორტის გაჩერება და დგომა ორივე მიმართულებით. სამების საკათედრო ტაძრიდან დიდუბის პანთეონამდე ავტომობილების ნაკადის გადაადგილებას დაარეგულირებს საპატრულო პოლიცია. ქუთაისის ქუჩაზე დიდუბის პანთეონის ქვედა მხარეს შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობაც. დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს მარცხენა სანაპიროზეც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.