ზიმბაბვეს პარლამენტმა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო
21-11-2017, 19:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ზიმბაბვეს პარლამენტმა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


მუგაბეს, რომელიც ქვეყნის სათავეში 1980 წლიდან იმყოფება, ბრალად ედება მისი ცოლისთვის „საკონსტიტუციო ძალაუფლების უზურპაციის“ ნების დართვა იმით, რომ შეეცადა იგი მისი შემცვლელის პოზიციაზე დაენიშნა.

 


გასულ კვირას სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, რობერტ მუგაბე მტკიცე უარს აცხადებს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე.

 

 

ამასობაში, ზიმბაბვეს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომლის თანამდებობიდან გაშვება გახდა მიზეზი არმიის ამბოხებისა და ქვეყნის მათ მიერ კონტროლის ქვეშ მოქცევისა, დაჟინებით მოუწოდა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს დატოვოს პოსტი.

 


ემერსონ მნანგაგვას თქმით, მან ორი კვირის წინ იმ მიზეზით დატოვა ქვეყანა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მან დაამატა, რომ ის იქამდე არ დაბრუნდება, სანამ საკუთარი თავის უსაფრთხოებაში არ დარწმუნდება.

 


პარლამენტმა უკვე დაიწყო იმ საქმის განხილვა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი - „ზანუ-PF“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს უჭერს მხარს.

 


სამშაბათს მნანგაგვამ განაცხადა, რომ 93 წლის პრეზიდენტმა ყური უნდა დაუგდოს მისი ხალხის ხმას და უნდა დატოვოს თანამდებობა.

 

ჰარარეში მყოფი BBC-ს ჟურნალისტის, ენდრიუ ჰარდინგის ანალიზი

 

ემერსონ მნანგაგვა პრეზიდენტ მუგაბეს მისი მკვლელობის მცდელობაში სდებს ბრალს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაში აღწერილია ძალაუფლების ხელში ჩაგდების ის ღვარძლიანი მცდელობები, რამაც ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება გამოიწვია.

 


მნანგაგვა მისი მკვლელობის მცდელობის გეგმის შესახებ თავისმა დაცვამ გააფრთხილა. მან დაუყოვნებლივ დატოვა ზიმბაბვე და სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა.

 


ორშაბათს ზიმბაბვეს არმიის გენერლებმა განაცხადეს, რომ მნანგაგვა ძალაუფლების გადაცემის საგზაო რუკის ფარგლებში დაბრუნდებოდა ზიმბაბვეში.

 


ძალაუფლების გადაცემის საგზაო რუკა მოწყურებულ ნაფიქრს ჰგავს, როდესაც პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადება და მნანგაგვა მკაცრად მოითხოვს, რომ მუგაბემ პატივი სცეს ხალხის სურვილს ან მოემზადოს დამცირებისთვის.

 


მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტის პოსტს 1987 წლიდან იკავებს, მანამდე კი 7 წელი ქვეყნის პრემიერ მინისტრი იყო. მას მოგებული აქვს არჩევნები, თუმცა ბოლო 15 წლის მანძილზე ის პოსტის შენარჩუნებას ოპონენტებზე ძალადობით ახერხებდა.

 


მუგაბემ ზიმბაბვეს ეკონომიკური კრიზისის დროსაც მმართავდა, რამაც მოსახლეობა 1980 წელთან შედარებით 15%-ით უფრო გააღარიბა.

 


მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების მიზეზი მნანგაგვას ვიცე-პრეზიდენტობიდან გადაყენება გახდა. ბევრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ამით გზა თავის ცოლს გაუხსნა.

 


ორშაბათს, „ზანუ-PF“-ის წევრმა, პოლ მანგვანამ განაცხადა: „მთავარი მიზეზი ისაა, რომ მუგაბემ მის ცოლს მისცა საშუალება კონსტიტუციურ ძალაუფლებას დაუფლებოდა, თუმცა მის ცოლს არ აქვს არანაირი უფლება მართოს მთავრობა“.

 


პოლ მანგვანამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი შესაძლოა დაჩქარებული იყოს და ყველაფერი ოთხშაბათს დამთავრდეს. მიუხედავად ამისა, სხვები ფიქრობენ, რომ ეს პროცესი დროს მოითხოვს.

 


ოპოზიციური გუნდის MDC-ს ლიდერმა, ტენდაი ბიტიმ განაცხადა, რომ სრული პროცესი კვირების მანძილზე გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პროცესი „არ იქნება სანდო და კანონიერი“.

 


იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მუგაბე პოსტიდან იქნება გადაყენებული, მას ვიცე-პრეზიდენტი ჩაანაცვლებს.

 


სამხედროები მნანგაგვას უჭერენ მხარს და სწორედ ის სურთ რომ იხილონ ამ თანამდებობაზე, მაგრამ თეორიულად პრეზიდენტი შესაძლოა ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი, ფელეკეზელა მფოკო გახდეს, რომელიც მხარს მუგაბეს ცოლს უჭერს.

 


ჯერჯერობით უცნობია დაბრუნდება თუ არა მნანგაგვა მის ყოფილ თანამდებობაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი