თბილისში გაბრიელ სალოსის გამზირზე, სუს-ის სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმის და პოლიციის წარმომადგენლებს ბლოკირებული ჰქონდათ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია და ისინი იქ მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მყოფი პირების აყვანის ოპერაციას ატარებდნენ. ტერიტორიაზე ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
გავრცელებული ცნობით, შტურმი, რომელიც ტერორიზმში ბრალდებულთა დაკავების მიზნით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამჟამად უკვე დასრულებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.