თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მყოფი შეიარაღებული პირების აყვანის ოპერაციას ატარებენ.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ დროისთვის ისმის ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაჭრილი პირის შესახებ, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი.
გაბრიელ სალოსის გამზირზე, სუს-ის სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის შესახებ სახელმწიფო უწყებებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებები არ გაუვრცელებიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.