თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სპეცტექნიკა შეიყვანეს. ეს არის სპეციალური ჯავშანმანქანა „კობრა".
კონტრტერორისტული სპეცოპერაცია გვიან ღამიდან ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დაკავებას ცდილობენ.
როგორც მედიას გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს.
სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.
პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.