თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც ინგოროყვას კლინიკაში მედიის წამომადგენლებს განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.
„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ქალა სარქველის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით, სისხლდენით, პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში გადაუდებლად, უტარდება ოპერაცია, მდგომარეობა რჩება კრიტიკული", განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანილი სპეცრაზმელის ვინაობა უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.