ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმიანება.
იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.
„ყველაზე მეტად რაც გვაღელვებს, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და ვიცით, რომ გარკვეული ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს და არ დაზარალდეს ამ სპეცოპერაციის დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათი უსაფრთხოება არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი”, განუცხადა მედიის წარმომადგენლებს იან კელიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.