ზიმბაბვეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომლის დათხოვნამაც ქვეყნის სათავეში ხანგრძლივად მყოფი ლიდერის, რობერტ მუგაბეს პოსტიდან გადადგომა გამოიწვია, რამდენიმე საათში საპრეზიდენტო ფიცს დადებს, აცხადებს მმართველი პარტია.
მმართველი „ზანუ-PF“-ის ცნობით, ემერსონ მნანგაგვა, რომელიც ორი კვირის წინ სამხრეთ აფრიკაში გაიქცა, ამ დროისთვის უკან ბრუნდება სამშობლოში.
მნანგაგვას დათხოვნას არმიის მიერ ძალაუფლების ხელში აღება და მმართველ პარტიაში მუგაბეს წინააღმდეგ გამოსვლა მოჰყვა, რამაც მისი 37-წლიანი მმართველობა დაასრულა.
ზიმბაბვეს პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს პოსტიდან გადადგომის შესახებ პირველი ინფორმაცია სამშაბათს პარლამენტის სპიკერმა ჯაკობ მუდენდამ გაავრცელა, რასაც პარლამენტის წევრების ხანგრძლივი ოვაცია მოჰყვა.
მუგაბეს წერილში ნათქვამია, რომ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ნებაყოფილობითი იყო და მან ეს ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მომხდარიყო.
აღნიშნული ცნობის გავრცელებამდე ზიმბაბვეს პარლამენტმა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო, რომლის გაგრძელებაც, მუგაბეს გადადგომის გამო, საჭირო აღარ გახდა.
მუგაბეს, რომელიც ქვეყნის სათავეში 1980 წლიდან იმყოფება, ბრალად ედება მისი ცოლისთვის „საკონსტიტუციო ძალაუფლების უზურპაციის“ ნების დართვა იმით, რომ შეეცადა იგი მისი შემცვლელის პოზიციაზე დაენიშნა.
გასულ კვირას სამხედროების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, რობერტ მუგაბე ბოლო წუთებამდე მტკიცე უარს აცხადებდა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე.
მუგაბეს მიერ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღებამდე ზიმბაბვეს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დაჟინებით მოუწოდა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს, გადამდგარიყო პოსტიდან.
მნანგაგვამ განაცხადა, რომ 93 წლის პრეზიდენტმა ყური უნდა დაუგდოს მისი ხალხის ხმას და უნდა დატოვოს თანამდებობა.
75 წლის ემერსონ მნანგაგვას თქმით, მან ორი კვირის წინ იმ მიზეზით დატოვა ქვეყანა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მან დაამატა, რომ ის იქამდე არ დაბრუნდებოდა, სანამ საკუთარი თავის უსაფრთხოებაში არ იქნებოდა დარწმუნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.