ლიბანის პრემიერ მინისტრმა, საად ჰარირიმ „დროებით გადადო“ მისი გადადგომა
22-11-2017, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ლიბანის პრემიერ მინისტრმა, საად ჰარირიმ „დროებით გადადო“ მისი გადადგომა, რომლის შესახებაც მან ორი კვირის წინ საუდის არაბეთში ვიზიტისას მოულოდნელად გამოაცხადა.

 


ჰარირიმ თქვა, რომ მან მისი გადადგომის განცხადება პრეზიდენტ მიშელ აუნს წარუდგინა, მაგრამ პრეზიდენტმა სთხოვა, „შეაჩეროს გადაწყვეტილება შემდგომი კონსულტაციების გამართვამდე“.

 


პრემიერ მინისტრი და პრეზიდენტი ჰარირის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოკალპარაკებებს მართავენ.

 

 

 


ჰარირიმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას გადადგომა საუდის არაბეთმა ირანის და მისი მოკავშირე ლიბანური „ჰეზბოლას“ შესაკავებლად აიძულა. გავლენიანი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება „ჰეზბოლა“ გასულ წელს ფორმირებული ლიბანის ეროვნული თანხმობის მთავრობის ნაწილია.

 

 

მას შემდეგ რაც ლიბანის პრემიერ მინისტრმა საად ალ-ჰარირიმ საუდის არაბეთის დედაქალაქში მისი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება, ლიბანის გავლენიანი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერმა საუდის არაბეთს ომის გამოცხადებაში დასდო ბრალი.

 


როგორც BBC იუწყება, ჰასან ნასრალაჰმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთს ჰარირი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჰყავს დაკავებული.

 


მან ასევე ბრალი დასდო საუდის არაბეთს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის წაქეზებაში.

 


გავლენიანი შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ შიიტური ირანის მოკავშირეა, რომელიც სუნიტური საუდის არაბეთის მთავარი რეგიონული მეტოქეა და რომელიც ბრალს სდებს ერ-რიადს ლიბანსა და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში.

 


ერ-რიადში სატელევიზიო გამოსვლისას ჰარირიმ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამის გამო თანამდებობიდან მიდის. იგი ასევე თავს დაესხა „ჰეზბოლას“ და ირანს.

 


ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ ნაიმ აუნმა ჰარირის გადადგომა არ დააკმაყოფილა.

 


სატელევიზიო გამოსვლისას ნასრალაჰმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი ცდილობს ლიბანელებს შორის ბრძოლის პროვოცირებას.

 


„მოკლედ, ნათელია, რომ საუდის არაბეთმა და საუდის ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს ომი ლიბანის წინააღმდეგ და ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ომის გამოცხადება ლიბანზე“, აღნიშნა მან.

 


ნასრალაჰმა ასევე ბრალი დასდო საუდის არაბეთს ისრაელისთვის „მილიარდების“ გადახდის მზადყოფნაში, რომ თავდასხმა განხორციელდეს ლიბანზე, და ეს აღწერა, როგორც „ყველაზე სახიფათო რამ“.

 


ჰარირის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ „ჰეზბოლას“ ლიდერმა თავდაპირველად ვარაუდის დონეზე თქვა, რომ ჰარირი საუდელებმა აიძულეს გადამდგარიყო, მაგრამ მოგვიანებით მან მტკიცედ გაიმეორა, რომ ეს ახლა „ყოველგვარი ეჭვის გარეშე“ ასე არის.

 


საუდის არაბეთი ჰარირის პრემიერ მინისტრის პოსტიდან ჩამოცილებას და მის ნაცვლად პოლიტიკური მოძრაობისთვის ახალი ხელმძღვანელობის დასმას ცდილობს, განაცხადა მან.

 


როგორც BBC-ის ახლო აღმოსავლეთის რედაქტორი სებასტიან აშერი ამბობს, ნასრალის სატელევიზიო გამოსვლა ისეთი მშვიდი იყო, როგორც არასდროს, მაგრამ მისმა სიტყვამ უცილობლად ასწია ტემპერტურა იმ ფონზე, როცა რეგიონის გარეთ სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ჩააცხროს კრიზისი.

 

 

მოვლენების კვალდაკვალ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საუდის არაბეთში დაუგეგმავი ვიზიტი დაიწყო და განაცხადა, რომ იგი ხაზს გაუსვამს ლიბანის სტაბილურობის მნიშვნელობას მას შემდეგ, რაც ლიბანის პრემიერ მინისტრი საად ჰარირი თანამდებობიდან ერ-რიადში ყოფნისას გადადგა, განაცხადა რა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ ჰარირიმ პოსტი საუდის არაბეთის ზეწოლის შედეგად დატოვა.

 

 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანის დამოუკიდებლობას.

 


გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ რეგიონში ახალ კონფლიქტს „გამანადგურებელი შედეგები“ ექნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი