ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ სარდალს, რატკო მლადიჩს ჰააგის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
BBC-ის ცნობით, მანამდე 74 წლის გენერალი პროცესიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მან მოსამართლეებს მისი ვერდიქტის კითხვისას ყვირილი დაუწყო.
მლადიჩს ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს გენოციდის მოწყობაში, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულობებში, მათ შორის, 1995 წელს, სარაევოს ალყის დროს, რომლის დროსაც 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სრებრენიცაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტაში - 7 000 ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, რასაც გენერალი უარყოფს.
ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის სასამართლო პროცესი 2012 წლის შემდეგ იმართებოდა და ის დღეს დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.