თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 18 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.
imedinews-ი სუს-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბერი გაბრიელის ქუჩაზე იმყოფებიან ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებიც.
„ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ისაუბრებს. დამატებითი ინფორმაცია სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გავრცელდება. როგორც უკვე განვაცხადეთ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითითებებს", განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.