რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ასეთი სათურით აქვეყნებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს გამოცემა Мир и политика.
როგორც ალასანიამ ინტერვიუში აღნიშნა, არსებულ ვითარებაში უნდა მოიძებნოს შეხების ახალი წერტილები და ასეთი წერტილები ამ დროისთვის უკვე არის ეკონომიკა და კულტურა.
"ნდობის აღდგენის მინიმალური დონის შემდეგ შესაძლებელია საუბარი რაიმე სახის გარღვევაზე პოლიტიკაში. თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტკურ ურთიერთობებში ასეთი პროგრესი არ იქნება. კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ საქართველოს ტრანზიტულ მიმზიდველობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ეს უფრო ინტერსიური უნდა გახდეს. ამასთან, რუსეთთან ყოველთვის უნდა იყოს საუბარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციაზე", -განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, სჯერა, რომ დროთა განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება, თუნდაც წლების შემდეგ.
"დღეს ჩვენა ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ არ გავიმეოროთ დაპირისპირება, განსაკუთრებით - საომარი", -განაცხადა ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.